workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ხეტაფე – პრევიუ

ბარსელონა-ხეტაფე – პრევიუ

დღეს, თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე, “ბარსელონა” “ხეტაფეს” დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.

სავარაუდო შემადგენლობები:

დანაკლისი:

“ბარსელონა” – ანდრე გომეში, ტომას ვერმალენი, სამუელ უმტიტი (დისკვალიფიკაცია), უსმან დემბელე (საეჭვო).

“ხეტაფე” – მარკელ ბერგარა

გუნდების სიახლეები:

– “ესპანიოლთან” მიღებული დაზიანების მიუხედავად, ჟერარ პიკე “ბარსას” ძირითად შემადგენლობაში მაინც ხვდება;

– უმტიტის და ვერმალენის არყოფნის გამო, ცენტრალურ დაცვაში პიკეს მეწყვილე იერი მინა იქნება, რომელსაც ლა ლიგაში ჯერ არ უთამაშია;

– “ხეტაფეს” დაუბრუნდა დამიენ სუარესი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული იყო;

– მადრიდული კლუბის შემადგენლობაში, შესაძლოა, მატიე ფლამინის დებიუტი შედგეს, რომელიც გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და რომელსაც “კამპ ნოუზე” თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

ურთიერთშეხვედრები:

ბოლო 4 წლის განმავლობაში “ბარსელონა” “ხეტაფეს” 6-ჯერ დაუპირისპირდა და მეტოქე 4-ჯერ დაამარცხა, 2 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. გასულ სეზონში ამ გუნდების შეხვედრა არ შემდგარა, რადგან “ხეტაფე” სეგუნდა დივიზიონში იყო დაქვეითებული.

მდგომარეობა სატურნირო ცხრილში:

22 ტურის შემდეგ “ბარსა” 58 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარს, მადრიდის “ატლეტიკოს”, რომელმაც ამ ტურში უკვე ითამაშა, 6 ქულით უსწრებს. რაც შეეხება “ხეტაფეს”, ეს გუნდი 29 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Davit..
    schedule 11 თებ 2018, 18:04
    #10

    რაღაც არამგონია 4-3-3ით ითამაშონ

  • davidus2020
    schedule 11 თებ 2018, 17:27
    #9

    ძველ სტილს უბრუნდება ვალიკო, რაც ნამდვილად მახარებს, ღმერთით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. და თამაშის შემდეგ მოგილოცავთ

  • Dato112
    schedule 11 თებ 2018, 16:35
    #8

    mixvda valiko rogorc iqna 4-3_3 yeess

  • KoCheQsa
    schedule 11 თებ 2018, 16:14
    #7

    ციტატა: Barca-Camp nou
    Silk universalze ianeba vjnc icit damiwedet ra


    არ იქნება სილქ უნივერსალზე !

  • nika 54
    schedule 11 თებ 2018, 16:07
    #6

    დანაკლისი:

    "ბარსელონა" – ანდრე გომეში, ტომას ვერმალენი, სამუელ უმტიტი (დისკვალიფიკაცია), უსმან დემბელე (საეჭვო)

    მე მგონი, გომეში დანაკლისებში კი არ უნდა ეწეროს, რამე ახალი სახელი მოუძებნონ, მაგ. "მოედანზე არ იქნება და გუნდს ხელს არ შეუშლის"

  • Barca-Camp nou
    schedule 11 თებ 2018, 16:05
    #5

    Silk universalze ianeba vjnc icit damiwedet ra

  • messi and iniesta
    schedule 11 თებ 2018, 15:18
    #4

    5-0 ვიგებთ

  • GIORGI.cule
    schedule 11 თებ 2018, 15:12
    #3

    ბოლო 20 წუთი შემოვა დემბო უეჭველად

  • cezo45
    schedule 11 თებ 2018, 15:01
    #2

    ეს პიკეს სასტარტოში დაყენება რაიყო ეხლა მაგის გარეშე ვერუნდო მოუგოს ხეტაფეს? თუ მაინცდამაინც ჩელსისთან თამაშამდე საერთოდ უნდა მოტეხოს ის ფეხი? თან ხეტაფე ძან ცუდ ფეხბურთს თამაშობს

  • Tornik3
    schedule 11 თებ 2018, 14:57
    #1

    მაინც ვფიქრობ რომ პიკეს არა აქვს ისეთი ტრავმა როგორც იწერება…და თუ ვცდები ვაიდა მაშინ გამიზეზების შემთხვევაში ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდებით…ჩელსისთან აუცილებლად გვჭირდება