“ბარსელონამ” ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, შესაძლოა, სამეფო თასის ფინალის გადადების თაობაზე მიმართოს.
კატალონიური კლუბისა და “სევილიას” დაპირისპირება 21 აპრილსაა დანიშნული. Diario Sport-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” შიშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, გუნდს ორი მნიშვნელოვანი მატჩის მოკლე ვადაში გამართვა მოუწევს.
ამასთანავე, 15 აპრილს კატალონიელებს “ვალენსიასთან” მატჩი ექნებათ, აქედან სამ დღეში კი “სელტასთან”. ჩემპიონთა ლიგაზე “სევილიაც” ასპარეზობს. ანდალუსიელთა მეტოქე 1/8 ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედია”.

ადამიანეები არიან ასე მოკლი დროსი ასეთი მნიშვნელივანი მათჩები
ver Seძleben