ბრიტანული Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალს” “ბარსელონას” აკადემიის წევრის, პაბლო მორენოს გადაბირება სურს. ლონდონელებმა ერთი კვირის წინ კატალონიურ გრანდში მარკუს მაკ-გუეინი გაუშვეს და ახლა ლა მასიადან სურთ მისი შემცვლელის დამატება.
მორენო ესპანეთის 16 წლამდელთა ნაკრების წევრია და ის ამჟამად ასაკობრივი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი შეძენით “მეთოფეების” გარდა “მანჩესტერ სიტი” და “იუნაიტედიც” არიან დაინტერესებული.




არსად არ უნდა გავუშვათ
რაღაც ბევრ ფეხბურთელს უშვებთლამასიიდან და ეს ცუდი საქმეა
ლა მასიადან არ უნდა გაუშვან ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები პირიქით რაც მეტს შეინარჩუნებენ უკეთესია