Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ჰებეი ჩაინა ფორტუნი” მიზანმიმართულად ქმნის ლიონელ მესისთვის მისაღებ გარემოს. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ არგენტინელის კალიბრის მოთამაშე ჩემპიონატის დონესა და მაყურებლების რაოდენობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
გასულ ზაფხულში “ბლაუგრანას” “ათიანს” აზიელები ანაზღაურების სახით, წელიწადში 100 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ ჩინეთში წასვლის ნაცვლად ლეომ “ბარსასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.
“ჰებეის” ესმის, რომ მხოლოდ ფულით მესის ყურადღების მიპყრობას ვერ შეძლებენ და სწორედ ამიტომ, მათ ლეოს მეგობრები – ესეკიელ ლავესი და ხავიერ მასკერანო გაიფორმეს. კლუბის მოსაზრებით, სასიამოვნო გარემო და სოლიდური კონტრაქტი არგენტინელი ლეგენდის ყურადღებას მიიპყრობს.




მესი ბარსაში დაასრულებს კარიერას
მესი 35 წლამდე ბარრსასი ითამაშებს მერე არგენტინის რომელიმე კლუბში
ალბა იყიდეთ მაგრად უწყობენ ერთმანეთს და სუარესი კიდე
Yvelaper sisuleles nu gadmotargmnit ra
არ წავა
Messi ramdenime.welshi gadmoinacvlebs nax dacvashi opicialirad iqac itamashebs ramdenime.weli .