“ბარსელონას” აკადემიიდან ტალანტების გადინება გრძელდება. კატალონიური კლუბის საფეხბურთო სკოლის დატოვებასთან ახლოს კიდევ 2 ნიჭიერი ფეხბურთელია.
“კადეტ ა”-ს ფეხბურთელებმა, ნიკო გონსალესმა და რობერტ ნავარომ, “ბარსელონას” ანაზღაურების მომატება მოსთხოვეს, რადგან მათ სხვა კლუბები უკეთეს პირობებს სთავაზობენ. კლუბის პასუხი ფეხბურთელებისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო და ისინი “ბარსას” დატოვებასთან ახლოს არიან.
ჯერჯერობთ არაა ცნობილი, რომელ კლუბებში გადავლენ ეს ფეხბურთელები, თუმცა ნიკო გონსალესის მამა ფრან გონსალესი “მანჩესტერ სიტიში” მუშაობს.
თუ ამ ფეხბურთელების წასვლა ოფიციალურად დადასტურდა, ისინი სერხიო გომესს, ერიკ გარსიასა და ჟორდი მბულას შეუერთდებიან. დიდი მომავლის მქონე ამ მოთამაშეებმა “ბარსელონას” აკადემია იმის გამო დატოვეს, რომ მათ სხვა კლუბებმა უკეთესი პირობები შესთავაზეს.
არ მომწონს ეს ამბავი
თავის დროზე მესის რომ 13 წლის ასაკიდან ხელფასები ქონდა ნახევარ ლალიგას არ ქონია მაგდენი, ასე რომ ნუ გიკვირთ
გამოსასყიდი თანხა 3 კი არა 30 მილიონი უნდა ჩაუწერო. ფულზე წუწუნს რომ დაიწყებენ სხვა გუნდები მგახელა თანხას არ გადაიხდიან, ბარსამ კი სამუდამოდ სათადარიგოზე უნდა დატოვოს და სულ დაუნგრიოს კარიერა…
ეს დამპალი ბავშვები, ჯერ თამაში არ უსწავლიათ და უკვე ხელფასები უნდათ, ესენი სუყველა ნეიმარის მამასთან იქნებიან ნალაპარაკევები, ის თესლი დაარიგებდა ჭკუას(თუ აქვთ).
ხავი სიმონსი ტალანტი რომელსაც ეხლავე უნდა დაადონ 500მილიონი რო ვერავინ იყიდოს
ჯობია წავიდნენ ასეთი მოთამასეები მატერიალისტები და უგულო იგროკები გამოვლიან და კარგი არ იქნება , ისეთები უნდა დავიტოვოთ ვისაც გუნდი მაღტლა უყვარს და არა ფული
Am asakshi ro gunds wvelian unda daaxvevino
დამიჯერეთ ლამესიაში იციან ვინა დასატოვებელი და გასაშვები
გაიგე ეხლა როგორ მოიქცე? უკვე ბავშვებს მაღალი ხელფასები დაუნიშნო? თU არწმუნო რომ დარჩენა ჯობია…სხვა გუნდებმა დაამუღამეს ეს მომენტი და მისდგნენ ბარსას აკადემიას…