მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: მესის და რონალდუს შედარება არ შეიძლება

ტერ შტეგენი: მესის და რონალდუს შედარება არ შეიძლება

Diario Sport-თან ინტერვიუში “ბარსელონას” ძირითადმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მის თანაგუნდელ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“მესი ინტელიგენტია, რომელმაც ზუსტად იცის, თუ სად უნდა გაუშვას დარტყმისას ბურთი. ამბობენ, რომ ხანდახან მეკარეებს მის წინააღმდეგ უკეთესად თამაშიც შეუძლიათ, მაგრამ მე მას ვარჯიშზე ყოველდღე ვხედავ და ვხვდები, რომ ეს ასე არაა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ პოზიციას შეარჩევ, მესი მაინც მოძებნის კარის ჩარჩოში ცარიელ ადგილს და გოლს გაგიტანს. მას ყოველი მოქმედება წინასწარ აქვს გათვლილი”.

ჟურნალისტმა მას სთხოვა, დაესახელებინა, თუ რა განასხვავებდა არგენტინელს კრიშტიანუ რონალდუსგან.

“ამ ფეხბურთელების შედარებაც არ შეიძლება. ლეოს ისე ესმის ფეხბურთი, როგორც არავის, ფეხბურთი თითქოს მასში ცხოვრობს. ეს განსხვავებაა მას და ნებისმიერ სხვა მოთამაშეს შორის. რონალდუ ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია. მას დიდი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ ყოფილიყო იქ, სადაც დღესაა, თუმცა, მესი მაინც მესია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (44)

  • messi and iniesta
    schedule 05 თებ 2018, 00:52

    ორივეე ლეგენდაა მაგრამ მესი საუკეტესოა

  • neo222
    schedule 04 თებ 2018, 12:10

    ტერ შტეგენის ინტერვიუ გამოაქვეყნეთ სრული ვერსია გთხოვთ რა

  • Nugo007
    schedule 04 თებ 2018, 09:51

    ციტატა: Magician
    "რეალმა" დაკარგა ქულები, თუმცა ჩვენი კონკურენტი აღარ არის ეგ.


    არც არასდროს ყოფილა ჩვენი კონკურენტი ისევ ბარსაა რომლისგანაც უფრო მეტსვითხოვთ მათ შორის შეუძლებელსაც

  • isakichi
    schedule 04 თებ 2018, 04:16

    ციტატა: CHEPE
    არა კიდე კაი ნავას რო წინ არ აყენებენ შტეგენზე:დ:დ ეგ ხო გამოსვლებში მეფეაა:დ:დ


    Ddddddddddddddddddd