ერნესტო ვალვერდეს მიერ გაწვრთნილმა “ბარსელონამ”, ლა ლიგაში, მორიგი, ზედიზედ 21-ე წაუგებელი თამაში ჩაატარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვალვერდემ პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა.
2009/10 წლების სეზონში, გვარდიოლას ლეგენდარულმა გუნდმა, ესპანეთის ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ 21 წაუგებელი თამაში ჩაატარა, რაც დღემდე “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო შედეგად ითვლებოდა. ვალვერდეს გუნდმა კი, “ალავესის” ანგარიშით 2:1 დამარცხებით, ეს მიღწევა გაიმეორა და თუ მომდევნო ტურში კატალონიელები “ესპანიოლთან” სტუმრად გასამართ დერბიში არ დამარცხდნენ, ისინი ახალ საკლუბო რეკორდს დაამყარებენ.
აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდმა, 21 შეხვედრიდან, 17 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, ხოლო ვალვერდეს შეგირდებმა 18-ჯერ მოიგეს და 3-ჯერ ფრედ ითამაშეს.

არამგონია ესპანიოლთან წავაგოტ
წელს არ ვაგებთ არც ერთ თამასს
არსენალმა მოიგო.ოქროს პრემიერ ლიგა 49 თამაში ითამაშეს წაუგებლად
La ligadhi ara mara arsenals aq mogebuli oqros tasi
მოიგებს ბარსა ესპანიოლთან,მეორედ იქ არ დამარცხდება,მაშინაც თასის თამაში იყო და გაიგიჟა თავი ესპანიოლმა,სულ ეგაა…მე იმას ვფიქრობ წაუგებლად თუ ჩაამთავრებენ სეზონს,მგონი ჯერ არავის გაუკეთებია ხო მსგავსი შედეგი
ვნახოთ აბა რას ვიზავთ,ესპანიოლთან გასვლა არ იქნება იოლი მარა იმედი მაქვს რომ მოვიგებთ
არც ესპანიოლთან და არც ხეტაფესთან არუნდა წავაგოთ წეისთ …
Esoanioltan ariqneba martigi gaseirneba. Mara arunda wavagot
სინამდვილეში კი მხოლოდ 1 ფრე ითამაშა, ვინაიდან სელტასთან დდა სევილიასთან აშკარა გოლი არ ჩათვალა მსაჯმა!