workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დალმაუ, 28–ე ფეხბურთელი

დალმაუ, 28–ე ფეხბურთელი

მოგეხსენებათ, “ბარსელონას” რამდენიმე გუნდის ყავს ასაკით განსაზღვრული. “ბარსელონა ბ” – ს შემდეგ “ხუვენილ ა” – მოდის, ანუ სიძლიერის მიხედვით მესამე გუნდი კატალონიური კლუბის. სწორედ ამ გუნდიდან გადაჰყავს ლუის ენრიკეს და სცდის მათ. სეზონის დაწყების წინ მან და ჟუან ბარბერამ დასახეს გეგმა, რომ არ დარჩენილიყო არც ერთი ფეხბურთელი, რომელიც არ იქნებოდა გამოცდილი შედარებით დიდ გუნდში. სწორედ ახლა დადგა დრო დალმაუსი, რომელიც 28–ე ფეხბურთლია, რომელიც გამოცდილი იქნა ლუის ენრიკეს მიერ.

დალმაუ ზედიზედ 3–4 ტურია “ხუვენილ ა” – ში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება, ხოლო მატჩში მან დუბლიც შეასრულა. 

“ბარსელონა ბ” – ში მისი დებიუტი შედგა, დებიუტი საკმაოდ კარგი გამოუვიდა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მწვრთნელები მისით ნამდვილად მოიხიბლნენ. დალმაუმ დისკვალიფიცირებული მონტოია შეცვალა. 

მატჩის შემდეგ მან განაცხადა: “ლუის ენრიკე და ჟუან ბარბერა განსაკუთრებულად მაკვირდებოდნენ. მე ვცდილობდი რაც შეიძლება კარგად და ლაღად ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მეთამაშა. მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო”.

სულ რამდენიმე დღის წინ ალბერტ დალმაუმ პირველ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. იგი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში