“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ესპანიოლთან” მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
“მოედანზე უამრავი გულშემატკივარი მოვიდა. მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ჩვენთვის კომფორტული ატმოსფერო პირველივე წუთიდან შეიქმნა. ჩვენ ზუსტად იმისთვის ვთამაშობთ, რომ ისინი გავაბედნიეროთ და ძალიან კარგია, როცა მათგანაც ვიღებთ დაფასებას.
კოუტინიოზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ის ისეთი სტილის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდს კარგად მოერგება. მისი თავდაჯერებულობა, დრიბლინგი, პასები, მცველების წინააღდეგ თამაში ძალიან ბევრს შეგვმატებს. დღეს ფილიპემ კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია”. – განაცხადა ვალვერდემ.

იმედი გვაქვს
ნეიმარის წასვლა არც დაგვეტყობა კოუ რომ ატამაშდება პლიუს იმავე ფლანგზე დემბო და რავი ნებისმიერს გადავუვლით. ისე გამოვიდა რო ერთი უმაღლესი დონის იგროკის ფასათ ბარსამ ორი შეიძინა კოუს და დემბოს სახით და ამით ნეიმარის დროინდელი კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.
ძალაინ მაგარი შემადგენლობა გვყავს, რაც გუნდს განსაკუთრებით ძლიერს გახდის, მაგარი სათადარიგო სკამი, რაც პეპეს დროსაც პრობლემა იყო,ასე რომ წელს ბევრ ტიტულებს მოველი
ნუ გაშინებთ შემადგენლობაში კონკურენცია,ეგ იყო ბოლო პერიოდის ბარსას სუსტი წერტილი და ახლა მასე აღადაა და პლიუს მწვრთნელი გვყავს მაგარი ტაქტიკოსი როცა ვინ დასჭირდება იმას ათამაშებს.სეზონი გრძელი და დამღლელია,ყველას ექნება შანსი ითამაშოს.
მთავარია ყველა ჯანზე იყოს და ეგ კარგია. ისე გომეშს და დენისს დაერხათ. აგერ 5 დღეღა დარჩა ტრანსფერების დამთავრებამდე. გომეში ზედმეტია რა ჩემი აზრით, და ზაფხულამდე მოცდა არ ღირს