workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” და ”არსენალი” ვერტონგენისთვის იბრძოლებენ

”ბარსა” და ”არსენალი” ვერტონგენისთვის იბრძოლებენ

”ბარსელონა” და ”არსენალი” დაინტერესებულნი არიან ”აიაქსის” მცველით, ვერტონგენით. როგორც კატალონიური გამოცემა ”სპორტი” იუწყება, ”აიაქსი” ბელგიელ მცველს 15 მილიონ ევროს ადებს, რაც კატალონიელებისთვის არც ისე დიდია და შესაძლოა ”ბარსელონა” 23 წლის მველზე სერიოზულად დაფიქრდეს. ამ მომენტში მათ ძალიან სჭირდებათ კარგი ცენტრალური მცველი, რადგან გაბი მილიტო გუნდის გამოცვლასთან ახლოსაა. თუმცა ბელგიელის გადმობირება მაინც რთული იქნება. იმიტომ, რომ ”აიაქსის” მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური მას ძალიან ენდობა და ვერტონგენი მისი ერთ–ერთი ფავორიტი ფეხბურთელია.
”ბარსას” ძალიან დიდი წინააღმდგობას უწევს ლონდონური ”არსენალი”, რომელიც მზადაა ვერტონგენში და სტეკელენბურგში ერთად 20 მილიონი გადაიხადოს. ეს ფასი შესაძლოა ჰოლანდიელებისთვის მისაღები ორივე ფეხბურთელში არ აღმოჩნდეს.
ვერტონგენის შეძენა ”ბარსას” ერთ–ერთი მთავარი მიზანი იქნება. ანდონი სუბისარეტას ის დღის წესრიგში ჰყავს და ამ ზაფხულში დიდი მონდომებით შეეცდება მის გადმობირებას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward