“ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო დღეს გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე კატალონიურ კლუბს დაემშვიდობა.
“თავს ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ. ის ფაქტი, რომ მე მაფასებდა ხალხი, რომლებთნაც ყოველდღე ვმუშაობდი, საუკეთესო საჩუქარია.
ვფიქრობ, მე იღბლიანი ვარ. შვიდნახევარი წლის წინ აქ მოვედი, რათა ოცნება რეალობად მექცია, მაგრამ ახლა გაღვიძების დროც დადგა.
თავდაპირველად არ ვფიქრობდი, რომ ეს ამდენი ხანი გაგრძელდებოდა და ახლა დამშვიდობების დრო დადგა. მე მივდივარ, სიყვარულისა და სითბოს გრძნობით და უკეთეს დასასრულს ვერც მოიფიქრებ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
“ბარსაში” თამაშის დროს ყველაზე რთულია – გააცნობიერო, რომ ერთხელაც დადგება დღე, როდესაც შენ უნდა წახვიდე. ჩემი ასაკი ნიშნავდა, რომ მე უკვე აღარ ვიქნებოდი შემადგენლობის შერჩევისას ძირითადი არჩევანი, ეს მძიმე იყო ჩემთვის, ამიტომაც გადაწყვეტილება მივიღე.
მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა ერნესტო ვალვერდესთან. ასაკის მატებასთან ერთად მწვრთნელის ადგილზე თავის წარმოდგენა უნდა შეძლო და მხოლოდ ფეხბურთელის პოზიციიდან არ უნდა იფიქრო. ბოსი ჩემს სიტუაციას მიხვდა და იმას, თუ რას ვგრძნობდი, როგორც მოთამაშე.
უნდა ვაღიარო, რომ ისეთი მოთამაშე აღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. რაც არ უნდა გამეკეთებინა წარსულში, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ახლა არ მაქვს დრო ყველაფერი თავიდან დავიწყო. ამავე დროს, ვერ ვგრძნობდი, რომ ყველაფრის შეცვლა შემეძლო. ჩვენი ცენტრალური მცველების დონე ძალიან მაღალია, ახლა კი ყველაფერი, რაც მე მსურს, ეს რეგულარული სათამაშო პრაქტიკაა.” – განაცხადა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მასკერანო კარიერას ჩინურ “ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” გააგრძელებს.






კარგად ბარსას ლეგენდავ
გამოიარე ზოგჯერ
ძველ გუნდს კიდევ ერთი გამოაკლდა :(((( მასკე ნამვილად ლეგენდაა <333 ერთ-ერთი უსაყვარლესი იყო ჩემთვის და მუდამ იქნება ^_^ ვიტირებ ეხლა :დ
მასკე შენ ბარსას ლეგენდა ხარ <3
წარმატებები მასკე
პირველ სურათზე სადაც დგანან ვალვერდე და მერე იგროკები…ინიესტა,მესი, ბუსკეცი, პიკე, სუარესი და თვალში მომხვდა რომ ხუთივე ასაკშია შესულები, ანუ 30-ტს მიუახლოვდნენ (ბუსკა,პიკეშა,ლეო) და 30-ს გადაცილდნენ (ინიესტა და სუარესი), ასე რომ გრიზმანი ჰაერივით გვჭირდება მიტო რომ არც კოუტინიო და არც დემბელეა სუფთა ფორვარდი.
გრიზმანი მაინც რამდენის გგონია? 27-ს ხდება მარტში და ეს თაობა რო წავა გრიზმანიც კაი ბებერი იქნება. ლა მასიას უნდა მიხედონ, ლა მასიას!
Kacuri kaci
აბა ჰე მასკე
მასკერანოს მეც გამოვემშვიდობე ფიფა 18_ში და პოკერი შევასრულებინე დღეს

მასკე <3
პირველ სურათზე სადაც დგანან ვალვერდე და მერე იგროკები…ინიესტა,მესი, ბუსკეცი, პიკე, სუარესი და თვალში მომხვდა რომ ხუთივე ასაკშია შესულები, ანუ 30-ტს მიუახლოვდნენ (ბუსკა,პიკეშა,ლეო) და 30-ს გადაცილდნენ (ინიესტა და სუარესი), ასე რომ გრიზმანი ჰაერივით გვჭირდება მიტო რომ არც კოუტინიო და არც დემბელეა სუფთა ფორვარდი.
ესპანიოლთან მატჩის მერე დამეშვიდობება ხალხს
Bijebo tamashi dges game aa. Tu. Xval gameaaaa ???
ალბათ ვერ მოხერხდა მოედანზე გამოთხოვება თუარა ამას არ დააკლებდნენ მასკერუკას. ძაან გული მწყდება მაზე მაგრამ რას იზამ.წარმატებებს ვუსურვებ მასკერუკას ჩინეთში და მალე დაბრუნებას ბარსაში. მისთვისაც მოიძებნება ადგილი ადმინისტრაციაში ან კიდევ სად.
პირველ სურათზე სადაც დგანან ვალვერდე და მერე იგროკები…ინიესტა,მესი, ბუსკეცი, პიკე, სუარესი და თვალში მომხვდა რომ ხუთივე ასაკშია შესულები, ანუ 30-ტს მიუახლოვდნენ (ბუსკა,პიკეშა,ლეო) და 30-ს გადაცილდნენ (ინიესტა და სუარესი), ასე რომ გრიზმანი ჰაერივით გვჭირდება მიტო რომ არც კოუტინიო და არც დემბელეა სუფთა ფორვარდი.
ნახვამდის მაშე
ანუ მე მეგონა ესპანიოლთან იქნებოდა და მოედნიდანაც გააცილებდნენ.. და რა ამბებიაა ამაზე? არ იქნება?