workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპული” იბრაჰიმით დაინტერესდა

“ლივერპული” იბრაჰიმით დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონას” ჰოლანდიელი ახალწვეული, რომელიც “ბლაუგრანაში” წლევანდელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩამოვიდა, უკვე რამდენიმე კლუბის ინტერესის სფეროში მოხვდა. აქედან ერთ ერთი პრემიერ ლიგის გუნდი “ლივერპულია”.
როგორც ინგლისური წყაროები იუწყებიან, “ლივერპული” საკმაოდ დიდად იყო დაინტერესებული ჰოლანდიელი ნახევარმცველით მაშინაც, როდესაც იგი “პსვ ეინდჰოვენის” რიგებში გამოდიოდა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის იბრაჰიმში 9 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რაც დაახლოებით 10 მილიონ ევროს უდრის.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმ აფელაი კატალონიაში ორი თვის წინ 23 დეკემბერს ჩამოვიდა. იგი “ბლაუგრანამ” ჰოლანდიური კლუბი “პსვ”-დან გადმოიბირა და 2 მილიონი გირვანქა (2.278.000 ევრო) გადაიხადა. ამჟამად “ბარსელონა” აფელაის გაყიდვას არ აპირებს, ამიტომ “ლივერპულისათვის” ეს ფეხბურთელი მხოლოდ და მხოლოდ ოცბენად რჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward