მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკემ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჟერარ პიკემ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება. ხელშეკრულებაზე მხარეებს ჯერ ოფიციალურად ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ ეს უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს. ამ კონტრაქტის მიხედვით, პიკე “ბარსაში” სეზონის დარჩენილი ნაწილის და კიდევ 4 წლის განმავლობაში დარჩება.

პიკე კატალონიური გრანდის წევრი ჯერ კიდევ 1997 წელს, 10 წლის ასაკში გახდა და რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. 2004 წელს ის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, მაგრამ 2008 წელს ისევ “ბარსელონაში” დაბრუნდა და კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

ჟერარ პიკემ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 421 შეხვედრა ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 25 ტიტული მოიგო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • messi-neymar
    schedule 18 იან 2018, 23:11

    უმტიტის აქვს გოლი გატანილი ბარსას შემადგენლობაში?