“სოსიედადის” წინააღმდეგ დღევანდელ მატჩში განსაკუთრებით მოტივირებული “ბარსელონას” ურუგვაელი ფორვარდი, ლუის სუარესი უნდა იყოს: კატალონიელთათვის ისედაც უიღბლო სან სებასტიანში, “ესტადიო ანოეტაზე” სუარესს, რომელიც უკვე მე-4 წელია, ესპანეთში თამაშობს, ჯერ ერთი გოლიც არ აქვს გატანილი. არადა, ის “ბარსას” ამჟამინდელ შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი გამტანია.
თუმცა, ეს არც ისე საგანგაშო შედეგია, რადგან სუარესს ამ სტადიონზე მხოლოდ 2-ჯერ აქვს ნათამაშები. “ანოეტა” ერთადერთი მოედანი არაა, რომელზეც ურუგვაელი გოლს ვერ იტანს. ამ სიაში კიდევ 3 საფეხბურთო არენა გვხვდება: “ბალაიდოსი” (“სელტა”), “რამონ სანჩეს პისხუანი” (“სევილია”) და “ლა როსალედა” (“მალაგა”).
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
სუა შენ და მესიმ უნდა შეჭამოთ დღეს სოსიადედი
უნდა ამოტენოთ შენ მესიმ და დემბომ სუაა… იმედია იმედებს არ გაგვიცრუებთ
მიდი სუარეზ
აბა შარიკა დღეს შენ და მესიმ უნდა შეყაროთ.