“ბარსელონას” ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა Marca-ს ჟურნალისტების მიერ დასმულ 12 სწრაფ შეკითხვას უპასუხა, რომლებიც ძირითადად ფეხბურთის მიღმა მის ცხოვრებას, მათ შორის მის საყვარელ მუსიკას, ფილმებს და საკვებს ეხებოდა.
1. ერთი ფილმი
– ერთადერთი რასაც ვუყურებ, ანიმაციური ფილმებია, რომლებიც ჩემს შვილებს მოსწონთ.
2. ერთი წიგნი
– მიყვარს სპორტსმენებთან დაკავშირებული წიგნები, მაგალითად ლანს არმსტრონგის.
3. სიმღერა, რომლის გარეშეც მანქანას არ ატარებ
– რასაც ჩემი ცოლი და შვილები ირჩევენ. ძირითადად, შაკირას სიმღერები.
4. ერთი დასასვენებელი ადგილი
– მნიშნვნელობა არ აქვს. მთავარია, ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო.
5. თანაგუნდელი, რომელთანაც ოთახს გაიზიარებდი
– “ბარსელონაში” ჩვენი კუთხე ყველას გვაქვს, ამის საჭიროება არ იქნებოდა.
6. ერთი მონუმენტი, ლა ხირალდა (სევილიაში) თუ საგრადა ფამილია (ბარსელონაში)?
– ლა ხირალდა.
7. საყვარელი კერძი
– სალმორეხო (ასევე ანდალუსიური კერძი, რომელიც სევილიასთან ახლოს წარმოიშვა).
8. ადგილი, სადაც დაკარგავდი საკუთარ თავს
– მალდივის კუნძულები.
9. ბავშვობის მოგონება
– სკოლა, ადგილი, სადაც ყველაფერი დაიწყო.
10. საუკეთესო მოგონება ფეხბურთში
– ჩემი პირველი მატჩი “ბაზელის” მაისურით.
11. ის, რასაც ფეხბურთის გამო ვერ აკეთებ
– ხანდახან მინდა, რომ ვიყო ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც სადმე, ქალაქში მუშაობს. ფეხბურთი კი ამის საშუალებას არ მაძლევს.
12. ვინ გინდოდა გამოსულიყავი ბავშვობაში?
– რობერტ პროსინეჩკი (ხორვატი ფეხბურთელი, რაკიტიჩის თანამემამულე, რომელიც 1995-96 წლებში “ბარსელონაშიც” თამაშობდა).
ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოსოო და რაც მოეთხოვება იმაში კიაა კაი მარა, ეს ფეხბურთელები განათლებით ძაან დაბალ დონეზე რომ არიან ასეთ საუბარშიც კი ეტყობათ :დ წიგნი რამდენი ვინმეს კითხეს ფეხბურთელის წიგნი დაუსახელეს.. სიმღერებს სულ პოპს უსმენენ.. რა შაკირაა ბიჭოო რა შაკირაა.. გემოვნებაზე არ დაობენ მარა საგრადა ფამილია აღარ ჯობია ლა ხირალდას? :დ და ფილმებს როგორ არ უნდა უყურებდე კაცო.. იმდენი გენიალურობა არის შექმნილიი… არ არის ჩემ თვალში ისეტი ადამიან კარგად ნაცხოვრებიი თუ აიი იმ დიდებულ ფილმებისთვის არ უყურებია :დ რაღაცნაირად მგონია რომ სხეულის ნაწილი აკლია :დ თანამედროვეობას და გაყიდვადობას რა ვუთხარი თორეე .. ტვინიკოსი ხალხიი იმდენს წვალობს და შრომობს და ისენი კარიერაში ვერ შოულობენ მილიონს….ნობელის პრემიის ლაურიანტებს ერთ მილინს აძლევენ :დ და ამ ჩერჩეტ ფეხბურთელებს იმხელა ხელფასები აქვთ :დ