მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იერი მინას სახელი მულტფილმის პერსონაჟის მიხედვით დაარქვეს

იერი მინას სახელი მულტფილმის პერსონაჟის მიხედვით დაარქვეს

“ბარსელონას” ახალწვეულის იერი მინას სახელი მის მშობლიურ ლათინური ამერიკის ქვეყნებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება და როგორც გაირკვა, ამას კოლუმბიელი მცველის შემთხვევაში საინტერესო მიზეზი აქვს.

ფეხბურთელის მამა, ხოსე ულისეს მინა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი სახელი საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმიდან მომდინარეობს და ის მეუღლესთან ერთად შეარჩია.

“ეს ჩემმა ცოლმა მოიფიქრა. ჩვენ ყოველთვის ვუყურებდით მულტფილმს “ტომი და ჯერი” და რადგან ჯერი ჩვენი საყვარელი პერსონაჟი იყო, გადავწყვიტეთ ბავშვისთვის სწორედ ეს სახელი შეგვერჩია”.

თუმცა, მშობლებმა ერთი ასო შეცვალეს და შვილს იერი (Yerry) დაარქვეს, რადგან Jerry ესპანურ ენაში განსხვავებულად გამოითქმის და მათ ეს არ მოსწონდათ.

“ბარსას” ცენტრალურ დაცვაში კი მინას ვერმალენის სახით ტომიც დახვდება. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა ამ დუეტს მოედანზე უახლოეს მომავალში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • vefxvia
    schedule 13 იან 2018, 02:10

    joy joy joy yvelaperi gasagebia

  • mesi_10
    schedule 13 იან 2018, 00:12

    აი თურმე რატომ დაურქმევიათ ამ ბიჭისთვის იერი, ეხლა ყველაფერს ფარდა აეხადა.

  • Neymar fani
    schedule 12 იან 2018, 23:55

    კიდე კაი მეფე ლომი არ მოსწონდათ 😀 დდდდდდდდ

  • madrid_paqso
    schedule 12 იან 2018, 23:30

    ადმინი მაგარ განწყობაზეა smile laughing ბევრი ქვები წყვია ფეხის წამოსაკრავად smirk no_mouth

  • giorgiGG15
    schedule 12 იან 2018, 23:27

    ბოლოს კარგი იყო :დ