workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრენდან როჯერსი: კოუტინიოსთან პრობლემა არასდროს მქონია

ბრენდან როჯერსი: კოუტინიოსთან პრობლემა არასდროს მქონია

“ლივერპულის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ფილიპე კოუტინიოზე საუბრობს და “ბარსელონას” ახალწვეულს აქებს.

“ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ კოუტინიომ შეტყობინება გამომიგზავნა. ის შესანიშნავი ბიჭია, რომელთანაც პრობლემა არასდროს მქონია.

კოუტინიო ჯადოსნური ფეხბურთელია, რომელთან მუშაობაც სასიამოვნოა. ეს ტრანსფერი ძალიან კარგია როგორც მისთვის, ასევე “ბარსელონასთვის”.

როდესაც კოუტინიო “ლივერპულში” მივიყვანე, ხალხს მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. თუმცა, ეს ფეხბურთელი მე შევამჩნიე და მისი მჯეროდა. ის ყოველთვის ისე თამაშობდა, როგორც ახლა. 11 წლის ასაკშიც კი. უბრალოდ, მას სჭირდებოდა, რომ ვინმეს მისთვის ნდობა გამოეცხადებინა.” – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Mirror.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Cou7
    schedule 10 იან 2018, 15:20
    #1

    ნეიმარზე მეტს იზავს ბარსელონაში ეს ბიჭი