წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ჟორდი ალბასა და ლიონელ მესის დუეტი, რომელიც პროდუქტიულობის მხრივ ესპანეთში საუკეთესოა.
“ლევანტესთან” შეხვედრაში (3:0) ანგარიში სწორედ მათი კომბინაციით გაიხსნა, როცა ალბამ ბურთი საჯარიმოში შესულ მესის დაუგდო, არგენტინელმა კი ის კარში ეფექტური დარტყმით გადაგზავნა.
ალბას ამ სეზონში 6 ასისტი აქვს, აქედან 5-ჯერ მან პასი სწორედ მესის გაუკეთა, რომელსაც, თავის მხრივ, დღეს 20 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს.
საერთო ჯამში, მესი-ალბას წყვილს 15 გოლი აქვს გატანილი.

რა ოცი? საიდან 16 გოლი არა აქვს,
5 sagole pasi qonia segi robertos gaketebuli suaresze
ალბა მაგარ ფორმაშია, ნეიმარის წასვლამ , ალბას მეტი სივრცე მიეცა, გამოიყენა კიდეც.
ჩემი აზრით ბარსას მრავალი წლის განმავლობაში არ ექნება მარცხენა ფლანგზე პრობლემა. დაცვა ნახევარდაცვა და თავდასხმა კაი ხანი გვეყოფ. მამენტ მარჯვენა ფლანგზეც გამოსწორდა სიტუაცია მარა მარცხენა ფლანგთან შედარებით ნაკლები კონკურენციაა.
მესისაც და რობერტოსაც 6 ასისტი აქვს
ადრე ალვეშთან ქონდა კომბინაციები ეხლა ამასთან.. ალვეშსთან მრავალმხრივი იყოო იმიტოო როო თვითონ დანი იყოო რაღაც სხვა დონეე.. აქ ერთი და იგივე კომბინაციაა.. როგორ ვერ იმახსოვრებენ ეს მცველები რომ პას სუარესზე კი არაა საჯარიმოს სიღრმესი მესის გაუკეთებს :დ