“ატლეტიკოს” ნახევარმცველს, საულ ნიგესს სიამოვნებს “ბარსელონას” ინტერესი, მაგრამ მოცემულ მომენტში ესპანელი მოთამაშე ცვლილებას არ გეგმავს.
“ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენით გუნდია დაინტერესებული. თუმცა, მსურს “ატლეტიკოსთან” ერთად რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიო. სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე.
მინდოდა კარიერა სწორედ აქ გამეგრძელებინა. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე. მსურს “ატლეტიკოსთან” ერთად გავიზარდო. ამ თემას მაშინ განვიხილავ, როცა ვიგრძნობ, რომ ცვლილება მჭირდება.”-ამბობს საული.




კაი რა ატლეტიკო გატყუებენ მანდ