ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩს “ბარსელონას” მომავალი მეტოქე, ვიგოს “სელტა” დანაკლისით ხვდება. ტრავმირებულია დანიელი ნახევარმცველი, დანიელ ვასი, რომელმაც დაზიანება სამშაბათს, ვარჯიშის დროს მიიღო.
ის სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება, თუმცა კატალონიურ გრანდთან, მთავარი მწვრთნელი უნსუე, მას, ექიმების სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ ათამაშებს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხვალ, 4 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.



