Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, მესუთ იოზილი “ბარსელონაში” გადასვლაზე იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ მისი ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
გერმანელს სურს, სეზონის განმავლობაში ანაზღაურების სახით 19 მილიონი ევრო მიიღოს. ცნობისთვის, ამაზე მხოლოდ 1 მილიონით მეტი აქვს ნეიმარს, რომელსაც ხელფასს “ბარსელონასთან” შედარებით ბევრად უფრო ხელგაშლილი კლუბი უხდის. ის ასევე ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტიას ითხოვს, რადგან უნდა, 2018 წლის მსოფლიოს თასს კარგ ფორმაში შეხვდეს.
ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შანსი არც ისე დიდია, თანაც იოზილი ნამდვილად არ არის ის ფეხბურთელი, რომლისთვისაც კატალონიელები ნებისმიერ დათმობაზე წავლენ.
Au Didi yvaji ar unda ar moiyvanon debilia meore Arda iqneba
აუ რად უნდათ ეს ჩამოწერილი ხალხი