მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაიკლ დაბერი: თუ მესი გატანას ვერ მოახერხებს, “ჩელსის” კარგი შანსი ექნება

მაიკლ დაბერი: თუ მესი გატანას ვერ მოახერხებს, “ჩელსის” კარგი შანსი ექნება

წარსულში ლონდონის “ჩელსის” და კიდევ რამდენიმე ინგლისური კლუბის ფეხბურთელმა, მაიკლ დაბერიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ მისი ყოფილი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

“კიდევ ერთხელ, “ჩელსის” წილისყრამ “ბარსა” არგუნა. კატალონიელებს საოცარი მოთამაშეები ჰყავთ, მათ დნმ-ში აქვთ საკუთარი თამაშის სტილი და ევროპაში დომინირებენ. ერთადერთი კლუბი, რომელმაც აქამდე მათი ლიდერის, ლიონელ მესის შეჩერება შეძლო “ჩელსია” და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს სერია გაგრძელდება და მესი გატანას ვერ მოახერხებს. თუ ეს მოხდა, ლონდონელებს კარგი შანსი ექნებათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად”. – განაცხადა დაბერიმ, რომელიც “”ლურჯების”” შემადგენლობაში 1993-99 წლებში თამაშობდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • CoutinhO7.
    schedule 27 დეკ 2017, 16:58

    კონტე და კანტე ერთად დაახტეს მესის !