“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა თავის თამაშის სტილზე ისაუბრა.
“შეიძლება ითქვას, რომ ოპორტუნისტი ვარ. ტექნიკური ან ფიზიკურად ძლიერი არასდროს ვყოფილვარ, რის გამოც ყოველთვის ვმარცხდებოდი მეტოქეებთან პირისპირ ბრძოლაში.
ასეთ დროს ბრუნის გაკეთებით დროს ვიგებდი, შემდეგ კი თანაგუნდელს გადაცემას ვუკეთებდი. ამით სისწრაფის ნაკლებობის კომპენსირებას ვახდენდი – ვცდილობდი ყველაზე ჩქარა მიმეღო კარგი გადაწყვეტილება.
ასე თამაში ბავშვობიდან დავიწყე, რაც ლა მასიას დამსახურებაა.”-ამბობს ჩავი.

რაც ჩავი წავიდა მის შემდეგ მისი ადგილი ვერავინ დაიკავა.. არავის ვთხოვთ ისედაც მისნაირი იყოს.. ასეთები იშვიათად იბადებიან , მაგრამ პოზიციურად და ფუნქციის მხრივ ნორმალური ბურთის დამჭერი და გამანაწილებელი აღარ გვყავს.. მესი ჩამოდის და ის აკეთებს ამის საქმეს
ლეგენდაა<3
მაგარი ხარ ლეგენდა სწორედ ამის ფიზიკური სისუსტეები იყო ამის პლიუსების და გენიალურობის გამოვლინება. ტიპი ფიზიკურად პატარა მარა გონივრულად ძლიერინდა მოქნილი
ყველაზე სახისამძრობი კაცი