მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ელ კლასიკოს“ მეფე: მესის ყველა ახალი მიღწევა

„ელ კლასიკოს“ მეფე: მესის ყველა ახალი მიღწევა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ “რეალს” (3:0) ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ უამრავი ახალი რეკორდი დაამყარა.

არგენტინელმა 64-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, მატჩის მიწურულს კი ალეიშ ვიდალს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით, 30 წლის ლეგენდამ გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა – მას 526 გოლი აქვს ერთი გუნდის მაისურით.

ლიონელმა მე-17 გოლი გაუტანა “რეალს” პრიმერას ფარგლებში, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამავდროულად, სწორედ მესის ანგარიშზეა ყველაზე მეტი გოლი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ “კლასიკოებში” – 15.

საერთო ჯამში, “ბარსას” ათიანის აქტივში 25 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო დაპირისპირების ფარგლებში – ეს ციფრებიც რეკორდულია.

გუშინ გატანილი გოლი მესისთვის მე-15 აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, რის დამსახურებითაც, არგენტინელი ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელმაც ტურნირის ზედიზედ 10 სეზონში მინიმუმ 15-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

მოცემულ მომენტში ლეო 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირია 54 გოლით. ის კრიშტიანუ რონალდუს, რობერტ ლევანდოვსკის, ედინსონ კავანისა და ჰარი კეინს ასწრებს (53), თუმცა ბოლოს ხსენებულს კიდევ ერთი მატჩი აქვს თადარიგში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2017, 15:42

    და ამ ბოლო ხსენებულმა სწორედ შაბათს გაიტანა 3 გოლი, ალბათ საუთჰემპტონთანაც გაიტანს ბოლო ტურში.

  • kristine
    schedule 24 დეკ 2017, 21:15

    საუკეთესო ხარ ლეო heart_eyes heart_eyes heart_eyes

  • lupo
    schedule 24 დეკ 2017, 16:05

    მეფეა ეს მეფეეე და ამის მერე მოდის ყველა დანარჩენი

  • davidus2020
    schedule 24 დეკ 2017, 13:28

    მეფეა მეფე!!

  • Sigur Rós
    schedule 24 დეკ 2017, 13:18

    კეინმა 3 შეაგდო გუშინ :დ