“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ მის ყოფილ თანაგუნდელ ნეიმარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ სურს, ჭორები გამართლდეს და ის მადრიდის “რეალში” იხილოს.
“ნეიმარი ძალიან კარგი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნება, თუ ის “რეალში” გადავა, იმიტომ, რომ ეს ჩვენს მთავარ მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო გააძლიერებს. არ ვფიქრობ, რომ ამის შანსი დიდია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. – განაცხადა ინიესტამ.

ნეიმარი რო გადამსვლელიაა და პერესიც მაგის გამჩალიჩებელი მაგაზე არ ვდავობთ.. აქ მესამე პირიაა ყველაზე საინტერესოო.. ხელაიფი რას იზამს? თუ ეს გათამაშებული სცენარი იყოო პერესთან შეთანხმებით მაშინ გასაგებიაა.. მაგრამ ამდენი ფული გადაიხადოო ამხელა ვარსკვლავში და შემდეგ წელსვე მიცე უფლება წასვლის? მაგ დროს სიკო ხარ
ოხ ინი როგორ მევასებიი,რობერტოს ვუსურვებ შენს გზას
ეგ ამბავი არცერთ ბარსელონას ფანს არ ესიამოვნება თუმცა არ არის გასაკვირი ნეიმარისგან.