workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი: “იბრაჰიმოვიჩი და მესი საუკეთესოები არიან”

ალეგრი: “იბრაჰიმოვიჩი და მესი საუკეთესოები არიან”

მას შემდეგ  რაც  “მილანმა” “პარმას” სძლია 4:0, “მილანის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და განაცხადა ,რომ იბრაჰიმოვიჩი მესისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. 

“ზლატან იბრაჰიმოვიჩი იდეალური ფეხბურთელია, მას ნაკლი არ აქვს. იგი ყველა კომპონენტში ძლიერია და აღემატება თავის კონკურენტებს. იგი დღეს – დღეობით ლეო მესისთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, ამ ორ ფეხბურთელს ბადალი არ ჰყავს დღეს. იბრაჰიმოვიჩი ჩვენი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, იგი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას” –  ციტირებს ალეგრის სიტყვებს “SportItalia”.

მოგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩს “სერია ა” – ში 22 მატჩიდან 13 – ში აქვს გოლი გატანილი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward