“ვილიარეალთან” შეხვედრაში მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო სერხიო ბუსკეტსმა, რაც მისთვის ამ სეზონში მეოთხეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ის კიდევ ერთ გაფრთხილებას მიიღებს, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
ბუსკეტსი “ბარსას” შემადგენლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ასე რომ, მისი გამოკლება გუნდისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, თანაც კიდევ ერთი თამაშის შემდეგ “ელ კლასიკოა”. შესაბამისად, მომდევნო მატჩში, ლა კორუნიის “დეპორტივოს” წინააღმდეგ, სერხიომ ბარათი არ უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის “რეალთან” ვერ ითამაშებს.

არც ათამაშოს ვალოდიამ, დაისვენოს და ეგაა
მერე დაასვენოს, დეპორტივოსთან სახლში თუ მაგის გარეშე ვერ მოუგებთ მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ლიდერობას.
ბარსელონაშია თამაში და 3 კაცი ჰყავს მაგ ადგილზე :)))) დაასვენებს ბუსკეტსს ალბათ
იმედია მიხვდება რომ არ დააყენოს და ათამაშოს პაულინიო .. დეპორიც არაა ისეთი სასწაული მეტოქე ახლა 😀
ინიესტა იქნება დაბრუნდება მაქამდე
მიხვდება იმედია რომ არ დააყენოს და პაულიონიოტი ცჰაანაცვლოს ან რაკეტატი
გომეში შეუძლია დააყენოს ჩამშლელად დეპორთან, არანაირად არ გვაწყობს ამის გამოკლება, ისედაც უმტიტის და ინის გარეშე ვიქნებით, არაკრეატიულ ნახ.დაცვაზე და შეტევაზე რო არაფერი ვთქვა.