გუშინ “ბარსელონას” 6–მა ფეხბურთელმა მიიღო გაფრთხილება. მათ შორის იყვნენ ხავიერ მასკერანო და ვიქტორ ვალდესი, რომელთათვის ეს უკვე მე–4 ბარათია ლიგაში. თუკი მათ კიდევ მიიღეს ყვითელი ბარათი ისინი ერთ მატჩს გამოტოვებენ.
ვალდესისათვის ეს”პირადი რეკორდია”, მან შარშან მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო, ახლა კი უკვე 4 აქვს. მასკერანოსგან ყვითელი ბარათები არავის უკვირს. ხოლო რაც შეეხება დანი ალვესს, ბრაზილიელ მცველს 4 ყვითელი ბარათი აქვს და ისიც ზღვარზე იმყოფება მატჩის გამოტოვებისა.
გუშინ ერთი ბარათი ჩავი ერნანდესმაც მიიღო, ესპანელი ნახევარმცველისთვის ეს ბარათი რიგით მე–3 ა ლიგაში.