ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა. იტყობინება, “ჩელსის” ოფიციალური საიტი.
“როდესაც ასეთ დონეზე აღწევ, რთულია განსაჯო რომელი გუნდია ცუდი და რომელი კარგი. თეორიული მიმდინარეობით და გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბარსელონა” და “პარის სენ-ჟერმენი” – ძალიან ძლიერი გუნდები არიან.
სწორედ ეს კლუბები არიან მიმდინარე გათამაშების ფავორიტები, თუმცა ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მეტოქეს შევხვდეთ, იქნება ეს “ბარსელონა”, “პსჟ” თუ “ბეშიქთაში” – განაცადა, კონტემ.




გაუჭირდება ბარსას ლიგის მოგება მესის გარდა ყველა საშინლად თამაშობს და პესჯე არ მიმაჩნია ფავორიტად სიტი მგონია
სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ტრავმიანობით და დეულოფეუ/პაკო ალკასერი/სუარესი(ასეთ ფორმაში), ვერ ვართ ფავორიტები