“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მაჟორულ ნოტაზე, “სპორტინგთან” გამარჯვებით დაასრულა.
კატალონიურმა გრანდმა 6 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაუშვა – “ბლაუგრანას” კარი მხოლოდ ბერძნულმა “ოლიმპიაკოსმა” აიღო. “ბარსელონა” ამ მაჩვენებლით ტურნირის საუკეთესო გუნდია.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ზედიზედ თერთმეტჯერ მოგებით, კატალონიელებმა ტურნირის რეკორდი დაამყარეს.

ვალვერდეს ეფექტი