workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “მსურს, რომ გუნდმა გაიმარჯვოს”

ლუის ენრიკე: “მსურს, რომ გუნდმა გაიმარჯვოს”

დღეს “ბარსელონას” გარდა გამართავს მატჩს ასევე მეორე გუნდიც, “ბარსელონა “ბ”, რომელიც ამჟამად მე–7 იმყოფება და სახლში დაუპირისპირდება მე–4 ადგილოსა “კართაგენას”. 

მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, მან განაცხადა, რომ სურს მისმა გუნდმა გაიმარჯვოს და დაამსხვრიოს ეს წარუმატებელი სერია. “”კართაგენა” ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და გვმართებს გამარჯვება. გუნდი არცთუ სახარბიელო ფორმაშია, ჩვენ არასასურველი სერია გვაქვს წარუმატებლობისა, დამერწმუნეთ, რომ გუნდს აშკარად მეტი შეუძლია”.

“ხოსეპ გვარდიოლა 2012 წლამდე დარჩება, ეს ძალიან კარგია, იმედი მაქვს იგი დიდი ხნის განმავლობაში არ დატოვებს “ბარსელონას” და იგი გახდება ჩვენი “ფერგიუსონი”. მეც 2012 წლამდე მაქვს კონტრაქტი, ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ გუნდი მესამე დივიზიონში არ დავაქვეითო და ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი გამოცდილება შევძინო. დღევანდელ თამაშში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიპოვოთ სამი ქულა”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში