workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპულს“ კრკიჩი მოუნდა

“ლივერპულს“ კრკიჩი მოუნდა

 მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდულმა კლუბმა ორი თავდამსხმელი, ლუის სუარესი და ენდი კეროლი შეიძინა, ისინი მაინც აპირებენ ზაფხულში კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას.

  “ლივერპული” ძიების პროცესშია. მიუხედავად კეროლისა და სუარესის შეძენისა, ისინი ზაფხულში შეტევის გაძლიერებას აპირებენ და ახალგაზრდა ფორვარდის შეძენას შეეცდებიან. ბოიან კრკიჩი კი საუკეთესო ვარიანტია ამისთვის.

  მერსისაიდელები მზად არიან დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაიხადონ, რათა ესპანელი ფორვარდი ნისლიან ალბიონზე ჩაიყვანონ. “ლივერპული” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროსაც ცდილობდნენ “პრემიერ ლიგში” კიდევ ერთი რომელიმე შემტევი ფეხბურთელის გადაბირებას, მაგრამ ეს ვერ შეძლეს.

  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კატალონიელები ბრაზილიელი ფორვარდის შეძენას აპირბენ, სავსებით შესაძლებელია, რომ ბოიან კრკიჩმა ზაფხულში წითელი ფორმა მოირგოს. ესპანელმა ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა “ლა ლიგასა” და “კოპა დელ რეიზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში