მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდესმა მინას კლუბის გეგმები შეატყობინა

ფერნანდესმა მინას კლუბის გეგმები შეატყობინა

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა “პალმეირასის” ცენტრალურ მცველს, იერი მინას გუნდის გეგმები შეატყობინა, წერს MD.

კატალონიური კლუბის წარმომადგენელი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც 23 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტს შეხვდა.

ფერნანდესმა კოლუმბიელს გააგებინა, რომ “ბარსელონას” კვლავ სურს იერის გაფორმება და ამის გაკეთებას მომდევნო ზაფხული შეეცდება.

სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ მცველმა, შესაძლოა, კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები განიხილოს, რადგან ესპანელებს არ სურთ მისი ზამთარში გაფორმება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში