“ვალენსიას” იტალიელ თავდამსხმელს, სიმონე ძაძას, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და თავისი გუნდის ლიდერია, მუხლის ტრავმა აქვს. კლუბის მწვრთნელმა, მარსელინომ განაცხადა, რომ მის ექიმს ესაუბრა, დაზიანება სერიოზული არაა და მიიღებს თუ არა ფეხბურთელი “ბარსელონასთან” შეხვედრაში მონაწილეობას, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
თავად ძაძა კი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და თამაში სურს.
“ეს ტრავმა ახალი ამბავი არაა. მუხლი უკვე თითქმის ერთი წელია, რაც მაწუხებს და ახლა ეს მოედანზე გასვლაში ხელს ვერ შემიშლის. მკურნალობასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას დეკემბრის ბოლოს მივიღებ.” – აცხადებს ძაძა.
ბომბარდირია გუნდის და თუ ტრავმირებულია, სასწორის პინა ჩვენკენ იხრება.
თქვენი აზრით რა ანგარიშით დასრულდება? ჩემი აზრით 3-1 ბარსას სასარგებლოდ
ძაძასი როგორ გეშინიათ ხალხო? ;დ ჯერმარტო რასაზიზღრად იწერება ქართული შრიფტით ვერგავიგე შიფტზე როდის დამეჭირა როდის ამეშვა ხელი :დდდ
კარგი იქნებოდა ძაძას რომ არ ეთამაშა კვირას მაგრამ არის შანსი რომ თამაშის დროს იტკინოს მუხლი და მაინც გავიდეს ბედის ამბავია რა თუ ძაძა არ იქნება გაცილებით გაგვიადვილდება მოგება
Ar gamikvirdeba gamotovos, cels ragac igbali chvenkenaa