როგორც იცით, გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა , რომელშიდაც ესპანეთის ერვნულმა ნაკრებმა კოლუმბიის ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ, ცნობილმა კოლუმბიელმა სპეცილიასტმა, ფრანცისკო მატურანამ, რომელიც ამავე ქვეყნის მთავარი მწვრთნელი, ხოლო ამჟამად კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორია, საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის “ბარსელონას” ვეტერან ფეხბურთელზე, ჩავი ერნანდესზე.
მატურანამ განაცხადა, რომ ესპანეთის წარმატებულ თამაშში ჩავის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან იგი მუშაობს თავისი სტრატეგიით და არის საუკეთესო ფეხბურთელი.
“ესპანეთის ეროვნული ნაკრები თამაშობს თავისი სტრატეგიით, ეს საშუალებას იძლევა გუნდმა შეხვედრა კოლექტიურად და არა ერთი ფეხბურთელის ხარჯზე ჩაატაროს. ხოლო ამ სტარატეგიის სულიერი წინამძღოლი და გარანტი კატალონიელი ჩავი გახლავთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ იგი არის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების სრული ლიდერი.”- განაცხადა კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა.

მატურანა:”ჩავი “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ლიდერია”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
