სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ პირველ შეხვედრას ხვალ, მადრიდში, “ლეგანესის” წინააღმდეგ ჩაატარებს. წარმოგიდგენთ 7 საინტერესო ფაქტს ამ გუნდებთან დაკავშირებით.

1. მასპინძელთა შემადგენლობაში ითამაშებს ჟერარ გუმბაუ, “ბარსელონას” აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც კატალონიურ გუნდში 2014-დან 2017 წლამდე გამოდიოდა.

2. “ბარსელონას” ორ ყოფილ ფეხბურთელს წარსულში “ლეგანესის” მაისურითაც აქვთ ნათამაშები. ესენი არიან კამერუნელი სამუელ ეტო’ო, რომელიც “ბარსას” შემადგენლობაში 2004-09 წლებში გამოდიოდა და კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ასევე ხოსე მარი, რომელიც კატალონიურ გრანდში 1994/95 წლების სეზონში ასპარეზობდა.

3. ორივე გუნდის ისტორიაში მნიშვნელოვანია 1992 წელი. “ბარსელონამ” ამ წელს პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, “ლეგანესი” კი პირველად დაწინაურდა სეგუნდა დივიზიონში.

4. “ლეგანესელი” რუბენ პერესი (1-ლი ადგილი) და სერხიო ბუსკეტსი (მე-5 ადგილი) ბურთის მოპოვების მაჩვენებლის მხრივ წინა სეზონში ლა ლიგის ხუთეულში მოხვდნენ.

5. “ლეგანესის” მეკარე კუელარი და “ბარსელონას” კიპერი ტერ შტეგენი მიმდინარე სეზონში გაშვებული გოლების სიმცირის მიხედვით ხუთეულში შედიან.

6. “ბარსელონას” ფეხბურთელი, რომელსაც “ლეგანესის” კარში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, არის ლიონელ მესი. არგენტინელმა მადრიდელთა კარი ორ შეხვედრაში 4-ჯერ აიღო.

7. მადრიდელთა სტადიონ “ბუტარკეზე” ჩატარებული ერთადერთი მატჩი “ბარსელონას” გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 აქვს მოგებული. იმ თამაშში გოლები ლუის სუარესმა, ნეიმარმა და ჟორდი ალბამ გაიტანეს, ლიონელ მესიმ კი დუბლი შეასრულა.




2. ბაიერნ ლევერკუზენი-ლაიფცინგი. (0)2. 2.23 კუში
3.ბრედა- აიაქსი. 2. 1.30 კუში
4.ალტეტიკო მადირიდ-რეალ მადრიდი. 2. 2.25 კუში
…………
რას ფიქრობთ დაჯდება 18 ლარი მიდევს 158 ლარს ვიგებ ??
ლევერკუზენის გულშემატკივარი ვარ ბარსელონას შემდგეგ, ყველა თამაშს ვუყურებ და გირჩევ მაგათი თამაშებისგან თავი შეიკავო ხოლმე, კაცმა არ იცის რა მოუვათ თავში, შეილება ადგნენ და როგორც გლადბახს მოუგეს 1-5 გასვლაზე ეგრე ქნან, მერე კიდე კიოლნთან ან ფრაიბურგთან წააგონ სახლში
ამ შემთხვევაში კი მგონი ნორმალურია ყველაფერი
ახლა ფორმის დაბრუნება არ გაუჭირდეთ ბიჭებს <3
ბიჩებო მირჩიეთ რა პსგ 1 ბაიერნი 1 რეალის 2 და ჩელსის 2 გიირს დავწერო ასევე ვფიქრობ ლივერპულის 1 მარა არამგონია ეგ რო დავდო