მოგეხსენებათ, გუშინ სანაკრებო ბატიელი გაიმართა. ესპანეთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში კოლუმბიას დაუპირისპირდა და 1:0 – ის გამარჯვებაც მოახერხა. მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა. ესპანელები არცთუ ისე კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ გულშემატკივრები მათ მიმართ ოვაციებს არ იშურებდნენ, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები ოვაციების თანხლებით თამაშობდნენ. “Campeones, Campeones, Ole, Ole, Ole”. “ფურია როხამ” საბოლოდ მაინც მოახერხა გამარჯვება არცთუ დამაჯერებელი თამაშის შემდეგ. ბურთი დავიდ სილვას ანგარიშზეა მატჩის მიწურულს.
განსაკუთრებული ოვაციებით მადრიდული პუბლიკა “ბარსელონელ” ანდრეს ინიესტას შეხვდა, როდესაც მან მატჩის 69 –ე წუთზე დატოვა. დღეს – დღეობით რაფა ნადალთან ერთად ანდრესი ყველაზე საყვარელი სპორტსმენია მთელს ესპანეთში. ესპანელი გულშემატკივარი 11 ივლისს არასდროს დაივიწყებს, დღე როდესაც დონ ანდრესმა გოლი გაიტანა ჰოლანდიის კარში და მოუტანა ესპანეთს პირველი მსოფლიოს თასი ისტორიაში.

