მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იერი მინამ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნება გოლით აღნიშნა

იერი მინამ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნება გოლით აღნიშნა

უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ბარსელონა” დაცვის ხაზის გაძლიერებას ბრაზილიური “პალმეირასის” ახალგაზრდა კოლუმბიელი მცველის, იერი მინას შეძენით აპირებს.

ზაფხულში, კატალონიელები მის სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს იხდიდნენ. ტრანსფერის განხორციელებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა და მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარება იყო დარჩენილი, მაგრამ მოულოდნელად მინას ბარსელონური მომავალი მინასავით დაიმსხვრა (ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც) – ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მისი გადმოსვლა იანვრამდე გადაიდო. ბოლო დროს კი იმაზეც მიდის საუბარი, რომ მინა “ბარსას” ზაფხულამდე არ შეუერთდება. 

თუმცა, მათთვის, ვისაც ამ ტრანსფერის განხორციელება სურს, ერთი სასიამოვნო სიახლეა: იერი მინამ ტრავმა უკვე მოიშუშა, თამაშს დაუბრუნდა და გუშინ, “კორინთიანსის” წინააღმდეგ გოლის გატანაც მოახერხა. 

შესაბამისად, კოლუმბიელს მაინც ექნება გარკვეული დრო იმისთვის, რომ თავი გამოიჩინოს და “ბარსელონას” ხელმძღვანელობა კიდევ უფრო დააფიქროს ტრანსფერის დაჩქარებაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Magician
    schedule 06 ნოე 2017, 22:22

    იერი მინასა და უმტიტის დუეტს ვიხილავდი სიამოვნებით :3