მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ სანაკრებო პაუზას ჰარმონიულ ნოტაზე ეგებება

„ბარსელონა“ სანაკრებო პაუზას ჰარმონიულ ნოტაზე ეგებება

ესპანეთის სუპერთასის ფინალში განცდილი კრახის შემდეგ (1:5), ერნესტო ვალვერეს კოლექტივს 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ახლა მოთამაშეები მორიგი სანაკრებო პაუზისთვის ემზადებიან.

წარმატებულმა სვლამ ქომაგთა სკეპტიკური განწყობა გააქრო, ახალწვეულებმა კი, დახვეწილი თამაშით, კრიტიკოსები დაადუმეს. გამოცემა Marca-მ პაულინიო “ბარსელონას” წამყვან ფეხბურთელთა სიაშიც კი შეიყვანა. ვნახოთ, როგორ სიტუაციაში იმყოფება კატალონიური გრანდი სანაკრებო პაუზაზე გასვლის წინ:

ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირთა დავა

ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” მეორე ადგილზე მყოფ “ვალენსიას” 4 ქულით უსწრებს, ხოლო მუდმივ ანტაგონისტს, მადრიდის “რეალს” მოცემულ მომენტში 11-ით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ “ბლანკოსს” “ლას პალმასის” წინააღმდეგ თავისი შეხვედრა არ ჩაუტარებია. ნებისმიერ შემთხვევაში, “ბლაუგრანა” კომფორტულ მდგომარეობაშია. მომდევნო მატჩს ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი “ლეგანესთან”, “ბუტარკეზე” გამართავს.

რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, მესი აქტიურ მდევარს, სიმონე ძაძას 3 გოლით უსწრებს. ლიონელის ძირითადი კონკურენტი, კრიშტიანუ რონალდუ კი ჰორიზონტზეც არ ჩანს. პიჩიჩის პრიზთან დაკავშირებით, მეორე ადგილზე მყოფმა იტალიელმა შემტევმა სახალისო კომენტარი გააკეთა: “თუ მიმდინარე სეზონს, გოლების რაოდენობით მე-2 ადგილზე დავასრულებ, ლა ლიგას დავუკავშირდები და პრიზს მოვთხოვ. მესის შედეგები არ ითვლება”.

გადავიდეთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, სადაც “ბარსელონა” მსგავს (დადებით) შედეგს აჩვენებს.

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 3 გოლით, “ბარსელონას” ლიდერი, ლეო მესი თოშუნს (“ბეშიქთაში”), მოჰამედ სალაჰს (“ლივერპული”), ნეიმარ და სილვას (პსჟ), ედინსონ კავანის (პსჟ), ბენ იედერს (“სევილია”), ჰარი კეინსა (“ტოტენჰემი”) და კრიშტიანუ რონალდუს (“რეალ მადრიდი”, ლიდერი – 6) ჩამორჩება.

თუმცა, ბომბარდირთა დავაში მესის დაწინაურება “ბარსელონას” თვითმიზანი არ არის. გუნდი მომდევნო ეტაპისკენ მიისწრაფვის, 1/8 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი კატალონიელებს ტურინში მინიმუმ ქულა სჭირდებათ. “ალიანს სტედიუმზე” შეიძლება გადაწყდეს პირველი ადგილის საკითხიც.

რაც შეეხება სამეფო თასს – 1/16 ფინალში “ნუევა კონდომინაზე” “ბარსელონამ” “მურსიას” 3:0 სძლია და მომდევნო ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

“სევილიასთან” მატჩამდე, ერნესტო ვალვერდე ამბობდა, რომ “სანაკრებო პაუზის ჰარმონიულ ნოტაზე დაწყება ყოველთვის კარგია. წინ 15 დღეა და მორალური მდგომარეობა უკანასკნელი მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული”. კატალონიელებმა ანდალუსიურ კლუბს სძლიეს, რაც იმის მაუწყებელია, რომ დავალება შესრულებულია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 06 ნოე 2017, 18:26

    ყველაფერი კარგადაა ჯერჯერობით და ასე გაგრძელდება იმედია

  • Magician
    schedule 05 ნოე 2017, 13:34

    ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა. ვნახოთ, სანაკრებო პაუზის შემდეგ როგორ ფორმაში იქნებიან ბიჭები. ასევე, მთავარია, რომ ამ პერიოდმა ტრავმების გარეშე ჩაიაროს.