“ბარსელონას” ფორვარდი, ლეო მესი ცდილობს სერხიო აგუეროს “რეალში” ტრანსფერზე უარი ათქმევინოს.
Diario Gol იტყობინება, რომ ფლორენტინო პერესი “სამეფო კლუბის” თავდასხმის გადახალისებას გეგმავს, შეტევის გაძლიერების მთავარ კანდიდატად კი სწორედ სერხიო სახელდება. “ბლანკოსის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ტრანსფერს განახორციელებს, თუ “მანჩესტერ სიტი” ალექსის სანჩესის შეძენას მოახერხებს.
მესის არ სურს, რომ თავისი ახლო მეგობარი მთავარ კონკურენტს შეუერთდეს. თუ წყაროს დავუჯერებთ, ლიონელი აგუეროს არწმუნებს, რომ “მანჩესტერ სიტის” ხოსეპ გვარდიოლასთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია.




თვითონ აგუეროს სურს თავისი თავის ხილვა "რეალში"? :დდ
ამან თუ პეპის აყვავებული გუნდი დატოვა და რეალს შეუერთდა რომელიც ხირონასთანაც აგებს თავში ჭკუა არ ქონია