“ბარსელონას” ფორვარდმა, პაკო ალკასერმა “სევილიასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა (2:1). შეგახსენებთ, რომ გუნდმა სწორედ მისი დუბლის წყალობით გაიმარჯვა.
“მწვრთნელის მიერ მოცემული შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენო. მოხარული ვარ, რომ დუბლი გავიფორმე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგია.
გუნდის წარმატება ჩემ გამოსვლაზე წინ დგას. ბოლომდე ვიბრძვით. ასეთი რთული შეხვედრები ყოველთვის დადებით ეფექტს ახდენს გუნდზე.
კარგად ვასპარეზობთ, ჩვენ სეზონის დასაწყისშივე ერთიანები ვიყავით.”-ამბობს პაკო.

მგონი პირველად ითამაშა ამან თავისულად, შებოჭვის გარეშე და შედეგი სახეზეა
მგონი პაკოც შედის ფორმაში რაც ძალიან მახარებს ცენტრ ფორვარდზე კონკურენცია გაიზრდება
კარგია ალკასერ, ძალიან კარგი. საჭირო დროს იყავი საჭირო ადგილას <3