ლისაბონის “სპორტინგის” ყოფილმა მწვრთნელმა აუგუშტუ ინასიუმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა.
“საუბარია ორ ეპოქალურ მოთამაშეზე, რომლებსაც აუცილებლად გავიხსენებთ. არ მომწონს მესისა და რონალდუს შედარება. მათი თამაშის სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება.
კრიშტიანუს კარიერაში მოცემულ მომენტში, წარუმატებელი პერიოდი დგას, მაგრამ მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ პორტუგალიელი ლეოს დონეს არ ჩამოუვარდება. ის გატანას მალე დაიწყებს.“-ამბობს ინასიუ.

ლეო ახლა მაგარ ფორმაშია და რონალდუ ახლოსაც არ დგას მასთან
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მესის პელეს და მარადონას ადარებენ, რონალდუს კი მესის.

პ.ს. ჩავარდნა კი არა მთელი სეზონი რომ აიღო 5-6 თამაში ჩაატარა კარგად და მაგას ოქროს ბურთი უნა მისცენ ხააააააააააააააა
ცნობილი ინგლისური გამოცემა Evening Standard იუწყება, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ლონდონის "ტოტენჰემის" კიდევ ერთ ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა ამჯერად "ბლაუგრანასთან" მიმართებაში სხვა სახელმა გაიჟღერა.
წყარო გვატყობინებს, რომ "მამლებსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამართულ ორივე დაპირისპირებას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი ესწრებოდა. პირველში "დეზებმა" ფრე გააგორეს, ხოლო "უემბლიზე" ბლანკოსს 3:1 მოუგეს. ამ მატჩებში ფერნანდესი კრისტიან ერიკსენთან ერთად ვინკსაც აკვირდებოდა, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.