მოგეხსენებათ, ამ კვირაში სანაკრებო ბატალიებია. “ბარსელონადან” ამ მატჩებისათვის გამოძახებულია 18 ფეხბურთელი. რეალურად უნდა იყოს გამოძახებული 19 ფეხბურთელი, მაგრამ მოგეხსენებათ, კარლეს პუიოლს ტრავმა აწუხებს.
ესპანეთის ნაკრები “სანტიაგო ბერნებეუზე” დაუპირისპირდება კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს. დელ ბოსკემ 7 ფეხბურთელი გამოიძახა “ბლაუგრანადან”: ვალდესი, პიკე, ბუსკეტსი, ჩჩავი, ინიესტა, პედრო, ვილია. ბრაზილიელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან მათსავე მოედანზე, ამ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას ბრაზილიის მხრიდან ალვეში და ფრანგების მხრიდან ერიკ აბიდალი.
რაც შეეხება “ალბისელესტეს”, არგენტინა პორტუგალიას დაუპირისპირდება, მესი, მილიტო და მასკერანო ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. და ბოლოს რაც შეეხება იბრაჰიმ აფელაის, ახალწვეული ფეხბურთელი ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებს “პსვ ეინდჰოვენის” სტადიონზე.
ასევე გამოძახებულნი არიან 21 წლამდე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებიც, გამოძახებულნი არიან ბოიანი, ტიაგო, ფონტასი, მარტინი და მონტოია.
მატჩები სამშბათს 8 თებერვალს გაიმართება.