მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: კლუბში ერთმანეთის მოსაზრებას ყველა პატივს სცემს

ტერ შტეგენი: კლუბში ერთმანეთის მოსაზრებას ყველა პატივს სცემს

“ბარსელონას” ძირითადმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გერმანულ გაზეთ WAZ-თან კატალონიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

“ეს თემა პირადად ეხება ჩვენს გუნდს, შესაბამისად, გასახდელში ამაზე ხშირად მიდის საუბრები. ფეხბურთელების უმეტესობა კატალონიაშია დაბადებული და გაზრდილი და მათი მოსაზრება გასაგებია. კლუბში ერთმანეთის აზრს ყველა პატივს სცემს და ამის გამო უთანხმოება არასდროს მოგვდის.

უამრავ ადამიანს ვხედავ, რომელიც ამაყობს იმით, რომ კატალონიელია და დამოუკიდებელ ქვეყანაში სურს ცხოვრება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ესპანეთის შემადგენლობაში ყოფნას ანიჭებს უპირატესობას.

რაც შემეხება მე, ამ თემაზე კონკრეტული შეხედულება არ მაქვს, რადგან მესმის, რომ სიტუაცია საკმაოდ ჩახლართულია და საქმე უამრავი ადამიანის გრძნობებს ეხება.” – აცხადებს ტერ შტეგენი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • bacho-barca21
    schedule 31 ოქტ 2017, 22:59

    Kontraqti gaugrdzelet da asi milioni ter shtegens samedus umtitos chauweron mesosasc sastrafot