დღეს, ესპანეთის თასზე “ბარსელონა” “მურსიას” დაუპირისპირდება. კატალონიელთა შემადგენლობა გადახალისებულია და გუნდი რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშებს. ეს უბრალოდ მწვრთნელის სურვილი იყო, მურსიელებს კი შემადგენლობის მხრივ პრობლემა ექნებათ და თანაც საკმაოდ სერიოზული: გუნდს მიმდინარე ესპანეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი, ვიქტორ კურტო ვერ დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ კურტო “ბარსელონას” აღზრდილია და მას შანსი ჰქონდა, საკუთარი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ეთამაშა. ასე რომ, მასპინძლები მოედანზე მნიშვნელოვანი დანაკლისით გავლენ.
“ბარსელონასთვის” დღევანდელი შეხვედრა კოპა დელ რეიზე პირველია, თუმცა ეს ტურნირი უკვე კარგა ხნის დაწყებულია და “მურსიამ” უკვე 3 ეტაპი გადალახა. სწორედ ამ შეხვედრებში მოახერხა ვიქტორ კურტომ 6 გოლის გატანა და ბომბარდირთა დავაში დროებით დაწინაურება.

რომელ სუპერთასზე ლაპარაკობთ? ესპანეთის სამეფო თასი ჰქვია დღევანდელ მატჩს, სუპერთასი აგვისტოში იქნება და იმედია იქაც ვითამაშებთ.
მექანიკური შეცდომა იყო, გავასწორე 🙂
35 წლისაა https://en.wikipedia.org/wiki/Víctor_Curto
ისე ხო ვერ მოვუგებდით.დღეს უნდა მოვჯეგოთ მურსია
ჩვენთვის უკეთესი თუ ვერ ითამაშებს. ისე ვინმემ ასაკი ხომ არ იცით

დღეს, ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონა" "მურსიას" დაუპირისპირდება .
რომელ სუპერთასზე ლაპარაკობთ? ესპანეთის სამეფო თასი ჰქვია დღევანდელ მატჩს, სუპერთასი აგვისტოში იქნება და იმედია იქაც ვითამაშებთ.