მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: “ბარსელონამ”, შესაძლოა, ჟერარ დეულოფეუს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივოს

MD: “ბარსელონამ”, შესაძლოა, ჟერარ დეულოფეუს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივოს

“ბარსელონაში” დაბრუნებულმა ჟერარ დეულოფეუმ სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლევა და Mundo Deportivo-ს ცნობით, გუნდმა, შესაძლოა, მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივოს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესპანელს იანვარში ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” დატოვება მოუწევს და ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მისი შეძენა საკმაოდ ადვილად შეეძლება – დეულოფეუს გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 20 მილიონი ევროა, რაც დღევანდელ ფეხბურთში არც თუ ისე დიდი თანხაა.

ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის შეძენით “მილანია” დაინტერესებული, გუნდი, რომელშიც ჟერარ დეულოფეუმ წინა სეზონი გაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • achi del barça
    schedule 13 ოქტ 2017, 00:47

    ციტატა: M10 S9 D11
    აბა რაღას მოიყვანეს ვალოც არ ექცევა სწორად უნდა ათამაშოს ხოლმე ამ ვიდალს რო გადაეკიდა არაა შეტევაში თამაში მაგის საქმე


    დაცვა ხო სულ ვიდალისაა რაა :დდდ შემტევი ნახევარმცველი იყო ვიდალი ყოველთვის

  • Givibarca
    schedule 12 ოქტ 2017, 22:35

    ეს თუ გაუშვეს ძალიან დასუსტდება სათადარიგო სკამი

  • Johan Cruyff 14
    schedule 12 ოქტ 2017, 21:50

    ეს უნდა დარჩეს

  • mettal
    schedule 12 ოქტ 2017, 21:14

    მაქსიმალურად ცდილობდა მთელი თამაშის განმავლობაში კარგად ეთამაშა.თავდაჯერებული ბიჭია ,დარწმუნებული ვარ მოუმატებს,მარა როცა ზამენიდანაც კი არ შემოგყავს ,ფიზიკურად შეუძლებელია ჩამოყალიბდეს.ვალვერდემ ხელი უნდა შეუწყოს მარა პირიქით აკეთებს.აქამდე არ აყენებდა,სუსტ გუნდებთან რო გვქონდა თამაში და ეხლა დააყენებს?ატლეტიკო მოდის და ამდაგვარი გუნდები

  • Guro messi
    schedule 12 ოქტ 2017, 21:08

    დეულოფრუ უნდა დარჩეს.სათადარიგოზე კარგია და ვფიქრობ ატლეტიკოსთან მარცხენა ფლანგი სწორედ მან უნდა ჩაიბაროს.