ეკვადორსა და არგენტინას შორის გამართული მატჩის (1-3) შემდეგ პრეს-კონფერენციაზე არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ისაუბრა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა თავის ქვეყანას, განსაკუთრებით კი ლიონელ მესის მიულოცა.
“ჩვენ გაგვიმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინელია. მის გარეშე მუნდიალს ფასი არ ექნებოდა. მთლიანად საფეხბურთო სამყარომ უფრო დაიმსახურა ის, რომ მესი მომავალ წელს რუსეთში იქნება, ვიდრე თვითონ მესიმ და არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო თასზე გასვლა.
ის ფაქტი, რომ ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო და ბოლომდე ბრძოლა გვიწევდა, კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და მომავალს უკეთესად შევხვდებით” – აცხადებს სამპაოლი.

ხო აბა ისე ბებიათქვენისას გახვიდოდით მსოფლიოზე
ბეედიტო რატო იყო მოედანზე თვითონ თუ იცოდა, დიბალას ან იკარდის რატო არ ათამაშა,ისე ვაFშე მესის გარდა ვინ თამაშა 3 მაინც?