Express-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გუნდში “ბარსელონას” ნახევარმცველის, სერჟი რობერტოს ხილვა სურს.
პორტუგალიელი სპეციალისტი რობერტოს ტალანტის ქომაგია და მისი შეძენისთვის მზადაა ყველაფერი გააკეთოს. სერჟის გამოსასყიდი თანხა 36 მილიონ ევროს შეადგენს.
ბოლო 2 სეზონის განმავლობაში რობერტო “ბარსელონას” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უნივერსალურ მოთამაშესთან განშორება კლუბის გეგმებში შედის.

რობერტო ნახ.დაცვაში უნდა დადგეს აუცილებლად
მორინიო ვინ არის?

ვალვერდე რას აკეთებს ვერ ხედავ? ორი ფეხბურთელი ჰყავს მარჯვნივ დს მაინც ამ ბიჭს აწვალებს ტყუილად და რომც წავიდეს ამ ყველაფრის მერე არაა გასაკვირი, თავის კარიერაზე უნდა იფიქროს, მერე მიხვდება ვალო რა ბიჭიც დავკარგეთ. თუ არადა დააყენოს სადაცაა მისი ადგილი და დარჩება.