არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ გუნდის ლიდერის, ლეო მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ეროვნული გუნდისთვის მის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
“მნიშვნელოვანია, რომ მესი ჩვენ განკარგულებაშია. მან ჩემი ხელმძღვანელობით 3 შეხვედრა ჩაატარა და დავინახე, რომ ის მშრომელი და თავდადებულია. ლეო შავ სამუშაოს ასრულებს.
თუ თითოეული ფეხბურთელი მესის დონეზე ითამაშებს ეკვადორთან მატჩი წარმატებით ჩაივლის. კოლექტივს მუნდიალზე მონაწილეობა სურს.”-ამბობს სამპაოლი.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელი მატჩის წინ, არგენტინელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. 25 ქულით ისინი მე-6 ადგილს იკავებენ და მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად “ალბისელესტეს” ეკვადორთან გასვლით მატჩში გამარჯვება სჭირდება. სხვა შემთხვევაში ყველაფერი მხოლოდ მათზე არ იქნება დამოკიდებული.

არგენტინა 100%ით მოუგებს ეკვადორს.
მაგარ მეზიზღება ეს კაცი ვინებს ათამაშებს საიდან მოათრი ეგ ბენედიტო აგუერო იკარდი გუნდში გყავდეს და არ ათამაშო
ლოგიკურად უნდა მოიგონ იმიტორო ეკვადორს ვაბშე ქინძზე კიდია ეგ თამაში, თავისუფლად შეუძლია მიცეს თამაში იმიტორო რო მოიგოს მაინც ვერ გავა, ფრეც რო ითამაშოს ასე რომ ფორმალურად ჩაატარებს
შავ სამუშაოს სხვა ვერ შეასრულებს?