“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფერნანდინიო საინტერესო განცხადებას აკეთებს. 32 წლის ფეხბურთელის თქმით, მისი გუნდი “ბარსელონას” ან “რეალის” ვარსკვლავების, ლიონელ მესის ან კრიშტიანუ რონალდუს შეძენას შეძლებდა.
“მანჩესტერ სიტი” მესის ან რონალდუს შეძენას შეძლებდა. თუმცა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა სჭირდება კლუბს. მსგავსი ტრანსფერების განსახორციელებლად ფინანსური შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა.
საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, გვინდა თუ არა ინდივიდუალური ფეხბურთელის შეძენა ან ძლიერი გუნდის შექმნა. კლუბმა, თავდაპირველად, პროექტში, რომლის მიზანი ძლიერი გუნდის შექმნა და აკადემიის ფეხბურთელების დაწინაურებაა, დიდი ინვესტიციები ჩადო და ვარსკვლავები იყიდა”, – აცხადებს ფერნანდინიო.